Thursday, June 6, 2013

სასწავლო  პროექტი
წყალი  სიცოცხლეა

1.     პროექტის სახელი:  წყალი  სიცოცხლეა


2.     პროექტის მიზანი:  წყალი  სიცოცხლის  წყარო  და  საშენი  მასალაა, ადამიანი  წყლის  გარეშე  რამდენიმე  დღეში  იღუპება, ადამიანის  ორგანიზმის  70% წყალია, 20%-მდე  წყლის  დაკარგვა  ადამიანის  დაღუპვას  იწვევს, წყალი  უნივერსალური  გამხსნელია, მას  ორგანიზმში  ყველა  საჭირო ნივთიერება  შეაქვს,წყალი  მაღალი  ქიმიური  აქტიურობით  ხასიათდება, წყლის დეზინფექციისათვის  გამოიყენება  ქლორირება,მცენარე  საკვებ  იონებს  ნიადაგიდან  წყალხსნარების  სახით  იღებს, სარწყავად  გაცილებით  მეტი  წყალი  იხარჯება, პროექტის  მიზანია მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეთ  გარემომცველ  სამყაროზე  ზრუნვის  უნარ-ჩვევები, გამოუმუშავდეთ   კრიტიკული  აზროვნების  უნარი, აქტიურად  ჩაერთონ  საზოგადოებრივ  საქმიანობაში, ინტერნეტის  საშუალებით  გააცნონ  თანატოლებს  თავიანთი  პროექტი.





3.     პროექტის  შედეგი:  მოსწავლე  დამოუკიდებლად  ქმნის               ვებ-გვერდს, სადაც  განათავსებს ინფორმაციას  ბუნებრივი  წყლის  დაბინძურების  შესახებ, მოყვანილი  არგუმენტების  საშუალებით ასაბუთებს, რომ მის  მიერ  წარმოდგენილი  პროექტი აუმჯობესებს არსებულ  მდგომარეობას.

4.     პროექტში  მონაწილეები, მათი  ასაკი  და რაოდენობა: 14-15 წელი,  22 მოსწავლე


5.     პროექტის  ფინანსები:

6.     პროექტის  განსახორციელებლად  საჭირო  რესურსები:   ახლომდებარე  მდინარის  წყლები, გარკვევა, გასვლითი  ღონისძიებების  დაგეგმვა, ინტერვიუს  აღება, ფოტოაპარატი, რვეული, საწერკალამი,ფოტომასალის  მოგროვება, მოძიებული   დეტალური  ინფორმაციის  ინტერნეტ-სივრცეში  განთავსება.


7.     პროექტის  მსვლელობა: ინფორმაციის  შეგროვება, დამუშავება,დახარისხება, ანალიზის , კომუნიკაციის  ჯგუფური და  ინდივიდუალური  უნარ-ჩვევების  განვითარება, ნამუშევრების  განთავსება  ბლოგში,პლაკატების  დამზადება, ინტერვიუს  აღება.

8.     პროექტის  ვადები  და  ხანგრძლივობა: პროექტს  ფასილიტაცია  გაეწევა  2013  წლის  განმავლობაში 4  კვირამდე.


9.     პროექტის  ავტორი:  მაია  კუცია



No comments:

Post a Comment